Thursday, April 24, 2014

კლასი  7

გაკვეთილის თემა
ქართული  ხალხური საკრავები.
გაკვეთილის მიზანი
ქართული ხალხური საკრავების შესწავლა, ვოკალური უნარჩვევების განვითარება.დაკვრის ხელოვნების შესწავლა.
საჭირო აქტივობები
წინა ცოდნის გამოკითხვა : ვადგენთ ფრონტალური კითხვებით კლასის  მომზადების დონეს. ვაწვდი ინფორმაციას ხალხური საკრავების შესახებ. გამოვიყენებ საქართველოს რუკას ,რომელი საკრავი რომელ კუთხეშია გავრცელებული. ვიყენებ თვალსაჩინოებას,ვაცნობ საკრავების წარმოშობის  ისტორიას .
საჭირო რესურსები
სახელმძღვანელო,რუკა,საკრავები:ფანდური, დოლი, სალამური.
შეფასება
რუბრიკის საშუალებით.
დროის განაწილება
საორგანიზაციო საკითხები 3წთ.
მასალის გამოკითხვა 15წთ.
ახალი მასალის ახსნა 20წთ.
დისკუსია ახალი მასალის ირგვლივ. 7წთ.
საშინაო დავალება
დაამზადონ ხალხური საკრავები.





კრიტერიუმი
1-2
3-4
5-6
7-8
9-10
ქართული ხალხური საკრავების შესწავლა
მოსწავლე ვერ ცნობს მუსიკალურ საკრავებს
ცნობს საკრავებს მაგრამ ვერ არჩევს ხალხურს პროფესიულისგან
ამოიცნობს საკრავს მაგრამ უჭირს საკრავის შესახებ საუბარი
ამოიცნობს საკრავს, საუბრობს საკრავის წარმოშობის შესახებ სხვების დახმარებით.
ცნობს ხალხურ საკრავებს,კარგად აყალიბებს აზრს საკრავების შესახებ.
ვოკალური უნარ-ჩვევების განვითარება.
არ აქვს მუსიკალური მონაცემები
აქვს მუსიკალური მონაცემები მაგრამ ვერ მღერის
უჭირს დამოუკიდებლად სიმღერა
მღერის მეგობრების დახმარებით.
მღერის დამოუკიდებლად, სუფთა ინტონაციით.